
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება.
სოფელ სამთავისში შიდა სასოფლო გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და ადგილობრივები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.