ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება – პროექტი საქართველოს ბანკის და კომაროვის მიერ ხორციელდება

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

7 ივნისს, 11 საათზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლოგუნდური შეჯიბრების – STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება.

ფინალურ ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის 50 მოსწავლე მიიღებს. ოლიმპიადის ფარგლებში, ახალგაზრდები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებებისა და პრაქტიკული ამოცანების შესრულებაზე.

ღონისძიების ფარგლებში, მოხდება მონაწილეების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა. ჟიურის შეფასებების საფუძველზე კი გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა.

გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. ოლიმპიადის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები, გამოვლინდებიან ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდებს შორის გამარჯვებულებიც.

პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელიც ოლიმპიადას ფიზიკური ტურისთვის სივრცით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთრომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდებაპირველ ეტაპზე  ონლაინ შესარჩევი ტური იმართებარომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტსსაუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან.

პირველი ტური დასწრებულად ტარდებარომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენთითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგანრომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკისორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებსჯამურ შედეგებზე დაყრდნობითხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ.

ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურადპრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ.

ამასთანფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათრომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება.

აღსანიშნავიარომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზ მეტმა მოსწავლემ მიიღომათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

Back to top button