
„მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, აქტივისტების უმეტესობა, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.
„ადამიანებს, რომლებიც ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანახაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. მაგრამ, ასევე, ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 დაკავებულს გაუფორმდება.