
“დოიჩე ველე” სტატიას აქვეყნებს, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ერთობლივ ინიციატივას ეხება და ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და ბენილუქსის ქვეყნებმა წარადგინეს დოკუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფ სახელმწიფოებში დემოკრატიის დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთ-ერთი შემოთავაზებული ინსტრუმენტი ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს.
ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმსჯელონ ბლოკის ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობაზე. აღნიშნული ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში დემოკრატიის დაცვის უფრო მტკიცე მექანიზმები დაინერგოს.
გერმანიის, საფრანგეთისა და ბენილუქსის ქვეყნების მიერ წარდგენილ დოკუმენტში მოცემულია ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი ხელშეკრულების ვარიანტები. ეს ვარიანტები ითვალისწინებს დემოკრატიის ნორმებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კონტროლს, ისევე როგორც ამ სფეროებში არსებული სტანდარტებიდან ახალი წევრების სერიოზული გადახვევის შემთხვევაში მათი დაცვის ზომებს.
“ევროკავშირმა დეტალურად უნდა იმსჯელოს იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებითი შეზღუდვების დაწესება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.