ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.

Back to top button