
ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ნაკადმიმმართველი ღარები, ეზოებში შესასვლელები და საფეხმავლოები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს.