
ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ,- ვკითხულობთ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ევროკომისარ მართა კოსის მიერ გაჟღერებულ იდეას ეხება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ერებს “აღთქმულ მიწამდე” მიყვანის და ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიით სიცრუეში აცხოვრებენ და ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ თუ აღნიშნული ქვეყნები მათ წესებს დაემორჩილებიან.
„ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.
პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად, ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც, ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჯება და უხეშად ჩაეხშობა.
განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ქართულმა სახელმწიფომ გამოცადა, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია რაზეა წამსვლელი კონკრეტული სახელმწიფოსგან მონური მორჩილების მისაღებად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და საკუთარი ეკონომიკის ჩამონგრევის, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნისა და კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მოთხოვნებზე უარის საპასუხოდ, გარე ძალების მორჩილი ადგილობრივი რადიკალების მხრიდან დაგეგმილი რევოლუციების დაფინანსება და წახალისება, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მთელი რიგი გადაწყვეტილებების იძულების მცდელობები, გამუდმებული შანტაჟი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტული ინსტიტუციების წარმომადგენლების წინააღმდეგ უსამართლოდ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებები და დაწესებული სანქციები ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების უსიტყვოდ შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველო არა წევრი, არამედ მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.
საბოლოოდ, მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგ ერებს წლების განმავლობაში „აღთქმულ მიწამდე“ მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუკი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიან და ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც დღესდღეობით ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ, ეს კი ლამაზად შეფუთული მონობაა და სხვა არაფერი!” – ვკითხულობთ განცხადებაში.