ირაკლი კირცხალია: ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, „ნაცმოძრაობის“ სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო – ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, „ნაცმოძრაობის“ სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან“.

„სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, – განაცხადა კირცხალიამ.

Back to top button