
„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა“, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აპელირებს იმაზე, რომ არაფერს ამბობენ, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის.
მეტრეველის შეფასებით, ასეთ დროს ყველაფერი მშვიდდება და არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები ისმის.
„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. მათი კონტროლირებადი მედიური ბადე ივსება პოსტებით, მორალური ლექციებიც და მუდმივი უაზრო გოდებით. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება. არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები. თითქოს არაფერი მომხდარა. როგორც ჩანს, ზოგიერთ უსამშობლო ტელევიზიებში პრინციპების ჩამრთველიც აქვთ სახელწოდებით: “ჩვენიანია“ და “სხვაა“. თუ ჩვენიანია, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, თუ სხვაა, მაშინ მათი უსინდისო მორალი და სტანდარტები სრულ დატვირთვაზე ირთვება“, – წერს მეტრეველი.