
ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australia საქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
სტატიის ავტორი თბილისს აღწერს, როგორც ქალაქს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის არქიტექტურაზე, გასტრონომიაზე, ღვინის კულტურაზე, სასტუმროებსა და ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე.
„ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი მის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ქალაქად იქცა. კავკასიონის მთების გულში მდებარე საქართველოს დედაქალაქი ყოველგვარ ინდექსებზე მაღლა დგას, როდესაც საქმე ტრენდულ სასტუმროებს, გამორჩეულ რესტორნებსა და დინამიკურ არტ-სცენას ეხება.“ – წერს ავტორი.
Travel + Luxury ავსტრალიის პრესტიჟული სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც მაღალი კლასის მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოს პრემიუმ მიმართულებებს აშუქებს. საქართველოს შესახებ სტატია სამოგზაურო გამოცემის 800 000-იანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციასა და მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების დაინტერესებას.