ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა

„ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძრღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანის განცხადება მიზანმიმართულია რუსოფობიის გაძლიერებისკენ და საზოგადოების ეროვნული გრძნობებით თამაშს ემსახურება.

„ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძრღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა.

ცხადია, ვარდენის ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა, ამისგან გამომდინარე მოსალოდნელ შედეგებზე გათვლით – იქნებ შეურაცხყოფილი ქართველები თბილისის ქუჩებში რუსი ეროვნების ადამიანებს დაერიონ… თუმცა, ოფიციალური გამოძიებით დადგინდა, რომ ტაძართან მომშარდავი რუსი კი არა, კაია კალასისა და მარგუს ცაჰკნას თანამემამულე – ესტონელი ყოფილა! ესე იგი, კალასი და ცაჰკნა ცდილობენ, ქართულ სახელმწიფოსა და მის სუვერენიტეტს პოლიტიკურად მიაშარდონ, მათი თანამემამულე ესტონელი კი ქართულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს ფიზიკურად აშარდავს. ჰოდა, რა ვქნათ ახლა, დოქსოპულო ვარდენ?! ესტონოფობიით დავკავდეთ და საქართველოში სადაც კი ესტონელი შეგვხვდება, ვაგინოთ, ვაფურთხოთ და სახე მივუნგრიოთ?! რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან, მადლობა ღმერთს, ქართველები, ვარდენისებრთაგან განსხვავებით, საღად აზროვნებენ! ასე რომ, მოფაშისტო რუსოფობო ვარდენ, პროვოკატორობას თავი დაანებე და მოიკითხე შენი მამა – შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი“, – წერს ხუბუა X-ზე.

Back to top button