
„არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, „რიყის დოქების“ მართებულ დემონატაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას იხსენებს.
ანალიტიკოსის შეფასებით, სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში.
„არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, „რიყის დოქების“ მართებულ დემონატაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია. სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში. ნაცრადიკალების აჟიტირება, რომ „რიყის დოქები“ თურმე „კულტურული მემკვიდრეობაა“, მისი დანგრევა თურმე „ეკონომიკურად წამგებიანია“, რაც დედაქალაქის იერსახეს „მნიშვნელოვნად დააზიანებს“, ტოტალური აბსურდია. ყველაფერი პირიქითაა და ეს უშნო და მოუქნელი, სააკაშვილის „არქიტექტურული ბოდვა“ დიდი ხნის წინათ უნდა გამქრალიყო. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – წერს გია აბაშიძე.