
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიმართავს და კეთილსინდისიერ ჟურნალისტებად მუშაობისკენ მოუწოდებს.
ჩერგოლეიშვილი ჟიჟილაშვილს „პოსტსაბჭოთა კორუმპირებულ დეზინფორმატორს“ და „არაკეთილსინდისიერებას“ უწოდებს, ხოლო ახალგაზრდებს ურჩევს, რომ დაივიწყონ ყველაფერი, რასაც ჟიჟილაშვილი მათ ასწავლიდა.
„ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად, დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ. ეს ჩემი რჩევაა, არ გაძალებთ, ცხადია – უბრალოდ, გამოგადგებათ, ვინც გაითვალისწინებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.