სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ცივა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 8კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე სამუშაოები თებერვილის ბოლოს დასრულდება.

Back to top button