კასპში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები ხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა შერჩეული პროექტებიდან, ერთ ერთი პრიორიტეტი გარეგანათების ქსელის მოწყობას მიანიჭა.

ამ ეტაპზე  სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვემო გომსა და ნიაბში, ხოლო  დასრულდა სოფელ კავთისხევში, თეზში და კოდისწყაროში.

სამუშაოები   ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

2026 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი გამოეყო.  თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა.

განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და წლის ბოლომდე დასრულდება.

Back to top button