
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ემი დიაზთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი დაესწრნენ.