კასპის სოფელ მეტეხში 1 010 გრძივი მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე სოფელ მეტეხში 1 010 გრძივი მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება გადაადგილების პირობები. კეთილმოწყობილი გზით ასევე ისარგებლებს სოფლის საბავშვო ბაღი.

„სოფელ მეტეხში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

Back to top button