
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.
ანანიძის განცხადებით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საერთაშორისო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის გავრცელებული ინსტრუმენტია, ხოლო მისი უარყოფა პატრიოტიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი კატეგორიული უარყოფა ეწინააღმდეგება პატრიოტიზმს. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით“, – წერს ანანიძე.