შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს – 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი – 50%-იან გრანტს იღებს.

ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

საქართველოს ბანკიგანათლების მთავარი მხარდამჭერი.

Back to top button