
ქალაქ კასპში #2 და #3 საჯარო სკოლების ეზოს შემოღობვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაო პროცეს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძემერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ილურიძესთან ერთად გაეცნო.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე საჯარო სკოლის ტერიტორია მეტად დაცული იქნება.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.