სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე.

Back to top button