კასპის მერი სოფელ ხვითიდან, სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ჩიტიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ ხვითიდან, სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოს  მიმდინარეობას გაეცნო.

ამ ეტაპზე გზაზე სანიაღვრე არხის რკინა/ბეტონის კიუვეტებით მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 1 558 გრძივ მეტრ გზაზე და ეზოში შესასვლელებზე მოეწყობა ასფალტ/ბეტონის საფარი.

გზის რეაბილიტაციის სამუშაო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button