„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს“ უწოდებს.

მიქელაძე ინტერესდება, დაფინანსების შედეგად, ბავშვები თუ „დაიზარდნენ“ და აცხადებს, რომ ამ ფონზე, მის დისშვილს სკოლა არ აქვს.

„მე მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ. ამ დროს დისშვილს სკოლა არ აქ“, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი.

Back to top button