
ქალაქ კასპში მრავალბინიანი კორპუსების დარჩენილი კვარტალური ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე სამუშაოები კოსტავას ქუჩა №16-ში მდებარე კორპუსის ეზოში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.