
„ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში ვინც იტყვის რომ ელისო კილაძემ მომატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის“, – ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გელბახიანის ინფორმაციით, თავად ქოლცენტრის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ კილაძეს ხელფასის სახით 5500 აშშ დოლარს უხდიდნენ როგორც დაქირავებულს, თუმცა, წილში არ ჰყავდათ.
„მერე მეორე, თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები – ყველა დაიკითხა ერთის გარდა – ამბობენ, რომ ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც ასე ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს, დივიდენდის სახით არ იღებდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც მათივე ინფორმაციით, ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს, „ქრონიკა პლუსში“, ვინც იყო დასაქმებული“, – აღნიშნა გელბახიანმა.
წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის რისთვის აძლევდნენ ამ ხელფასს, კილაძის ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა: „ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით ნებისმიერი სუბიექტი ვინც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი რომ მხარი დაგიჭიროს“.