თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზაში დაწყბეულ ისტორიული განახლების პროცესზე ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან მასშტაბური რეფორმები სამი მიმართულებით ხორციელდება.

„ეს არის ინფრასტრუქტურა, განახლებული შემადგენლობები, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შესაბამისად, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და აღნიშნა, რომ ის ანაკლიას დააკავშირებს, შესაბამისად, სატრანსპორტო ქსელთან. მისი თქმით, ასევე, უმნიშვნელოვანესია იმ პროცესების ოპტიმიზაცია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში უკვე 1 წელია მიმდინარეობს.

„ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, წმინდა მოგება, ფაქტიურად, გაორმაგდა და საოპერაციო მარჟა 11 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ საქართველოს რკინიგზაში რკინიგზელების, იმ ადამიანების ხელფასი გავზარდოთ 2027 წლის 1 იანვრიდან, რომლებიც უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მუშაობენ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Back to top button