
ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას” არ მღერიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.
„ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო – ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას” არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.