
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. თელავის მუნიციპალიტეტში ნაურდლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს გამანაწილებელი ქსელის მოწყობას _ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლითონის მილი მონტაჟდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მართონ წყლის რესურსები და გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.