კასპის მერი ახალგაზრდული თეატრის – „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის პრემიერას დაესწრო.

​ქალაქ კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის ,,გიორგი მაზნიაშვილი” პრემიერა  გამართა.

​მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მონაწილეებს სპექტაკლის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

​სპექტაკლის რეჟისორია ეკატერინე ქვრივიშვილი, ხოლო პიესის ავტორი – ედუარდ უგულავა.

Back to top button