30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების  გენერალური სპონსორია.

წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.

ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:

  • სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას  იმოქმედებს  20%- იანი  ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
  •  PLUS  ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ  ათჯერ მეტი PLUS ქულა .

გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის  შეთავაზება კი   sCoolApp-ში

შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია

Back to top button