კასპში ვეტერანის დღე აღინიშნა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ვეტერანის დღე აღინიშნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში მამა ალექსანდრემ ვეტერანთა ჯანმრთელობის და მადლობის პარაკლისი აღავლინა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეცამეტედ აღინიშნა.

Back to top button