
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გამორჩეული პროფესიონალი და მებრძოლი ხასიათის ლიდერი, წარმატებით იცავდა როგორც ეროვნული გუნდის, ისე ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. თამაშის საკუთარი სტილითა და შეუპოვრობით მან სამუდამო კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საქართველოს,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.