
გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება”, – განაცხადა პრემიერმა.