ლანჩხუთში კარატეს დარბაზი კეთილმოეწყო

ლანჩხუთში კარატეს დარბაზის კეთილმოწყობა დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოხდა დაზიანებული კედლებისა და ჭერის შეკეთება და შეღებვა. შეიცვალა კარ-ფანჯრები.

გარემონტებული დარბაზი ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ სპორტული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

Back to top button