იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსული არმიის უკრაინაში შეჭრას სოციალური ქსელით ეხმაურება და მომხდარს გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის” – წერს სტოლტენბერგი twitter-ში.

რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი ვითარება გამოაცხადა.

Back to top button