საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინასი დაწყებულ საომარ მოქმედებებს სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება.
„ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვითხოვთ სამხედრო ქმედებების შეწყვეტას. დიდება უკრაინას“, – წერს ზურაბიშვილი.
რუსეთის არმია უკრაინასი დღეს გამთენიისას შეიჭრა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი ვითარება გამოაცხადა.