
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა!“ – ნათქვამია უწმინდესის განცხადებაში.
უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დრეს დილით გამთენიისას დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საომარი ვითარება გამოაცხადა.