ბორის ჯონსონი: რუსეთის ქმედებას გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ვოლოდიმერ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

„პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ,“ – წერს ბორის ჯონსონი.

დღეს დილით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

Back to top button