ვოლოდიმირ ზელენსკი: ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას!

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველ პირებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

„ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინაში საომარი მოქმედებები დღეს გამთენიისას დაიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

Back to top button