უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობები.

უწყების ინფოპრმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1-ლი თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო საცხოვრებლით და საკვებით.

ტურისტებს, რომლებსაც აქვთ სერვისით სარგებლობის საჭიროება, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 144-3

Back to top button