თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ არჩეული კურსის ერთგულებას და გადაიფარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და თავსებადობის უზრუნველყოფას. შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

Back to top button