ანალიტიკოსი გია აბაშიძე ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„2020-ში ხმების პარალელურად დათვლის სამარცხვინოდ გამყალბებელმა ორგანიზაციამ, რომელმაც სააკაშვილის ოპოზიციის ხანმოკლე “ბოიკოტს” შეუწყო ხელი, მორიგი “ნაშრომი” შექმნა.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევა თურმე სავარაუდოა. ჯერ ცალკეული შემთხვევები აქვთ. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, დაწერენ, რომ სავარაუდოდ გაყალბდა. როგორც 2018 წელს, ეკა გიგაური & Co ავრცელებდნენ” ყალბი პასპორტების სავარაუდო დაბეჭდვის” სიცრუეს.
სავარაუდო ფაქტებს ანუ ტყუილებს კი, უპირისპირდება არაერთხელ დადასტურებული ფაქტები – ISFED-მა გააყალბა 2020 წ. PVT, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ოთხმა NGO – მ ფაქტების გარეშე, გაავრცელა დიდი ტყუილი ყალბ პასპორტებზე.
ესენი, სავარაუდოდ, კი არა და რეალურად სააკაშვილის პარტიის სატელიტები არიან თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით“ – წერს აბაშიძე.