თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი განცხადებები არაფერს ნიშნავს.
“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, ნაწილი არის “ნაციონალური მოძრაობის” თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამასთან, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის.