ონის მუნიციპალიტეტის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ონში ვაქცინაციის პროცესში 2 ‘’ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება. (‘’სინოფარმი’’, ‘’სინოვაკი’’).
დღეს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა სოფელ ჭიორის საჯარო სკოლის დირექტორი-ლელა რეხვიაშვილი და დამსახურებული პედაგოგი- ქეთევან ჩლაიძე-კვირიკაშვილი. მათი განცხადებით, უდიდესი პასუხისმგებლობაა პედაგოგობა მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, რადგან პანდემიის ფონზე უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა, შესაბამისად თავს ვალდებულად გრძნობენ გაიკეთონ ვაქცინა დაიცვან, როგორც საკუთარი ისე ახალგაზრდების ჯანმრთელობა და უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე პირადად გაეცნო და ექიმებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მოქალაქეების მიმართვიანობასა და ჩართულობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 80-90 ჯავშნის მიღება და მომსახურება.
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22 ან და 144 – 3.