გია აბაშიძე ბურჭულაძეზე: სირცხვილია, რომ უსმენენ და ანიუსებენ

მის “პარტიაში” იყვნენ და როგორი მეტად სირცხვილია, როცა საუბრობენ პოლიტიკაზე. პუტინის სცენაზე მომღერლის დაფინანსებული აქტორები ვერასდროს ეწევიან საწადელს – ანალიტიკოსი გია აბაშიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმიანება, რომ ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ.

„როგორი სირცხვილია, რომ ამ ბეცს უსმენენ, ანიუსებენ. მის “პარტიაში” იყვნენ და როგორი მეტად სირცხვილია, როცა ეს შარახვეტია ექსპერტები/პოლიტიკოსები/ჟურნალსტები” საუბრობენ პოლიტიკაზე, ზნეობაზე. კულინარიაზეც კი. პუტინის სცენაზე მომღერლის, ისევე როგორც რუსი ბიზნესმენის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, კობა ნაყოფიას დაფინანსებული აქტორები ვერასდროს ეწევიან საწადელს. დიდი ხანია მაქვს შეგრძნება – სააკაშვილის მხარდამჭერი გოიმია, თანაც უამრავი თანდაყოლილი, გაუმჟღავნებელი მენტალური კომპლექსით“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Back to top button