კასპში #4 საჯარო სკოლისა და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

კასპში #4 საჯარო სკოლისა და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 939 ლარით დაფინანსდა, რომლის სამუშაოები შ.პ.ს „გ.კ“-მ განახორციელა.

“რეაბილიტირებული გზა კომფორტულია გადაადგილებისთვის, ამასთან, მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი, როგორც #4 საჯარო სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივები შემოვლითი გზით აღარ ისარგებლებენ” – აცხადებენ კასპის მერიაში.

Back to top button