თიბისი ბიზნესი და ვისოლი ერთობლივ კამპანიას იწყებენ

მომხმარებლების წახალისების და მხარდაჭერის მიზნით თიბისი ბიზნესი, ვისოლი და ვიზა ერთობლივ აქციას იწყებენ, რაც გულისხმობს, რომ ვისოლის ბენზინ გასამართ სადგურებზე გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.

აქციაში ძალაშია 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლის და მასში ჩართვა შეუძლიათ თიბისის ბიზნეს ნაკრების მფლობელებს.

აქციის პერიოდში თანხა მომხმარებელს შემდეგი პერიოდულობით დაუბრუნდებათ :

• პირველი თვე – 15 მაისი
• მეორე თვე – 15 ივნისი
• მესამე თვე – 15 ივლისი

გაითვალისწინეთ, ჯამში შესაძლებელია მაქსიმუმ 500 ლარის ქეშბექის დაბრუნება.

Back to top button