ღვინის ეროვნული სააგენტოს სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს ახორციელებენ

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას.

საინსპექციო კონტროლი სერტიფიცირებისა თვის წარდგენილისა ექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ანსპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „BureauVeritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 14 კომპანიაში, სერტიფიკატი გაუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია. შემოვიდა 2585 ნიმუში. დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად- 140.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

Back to top button