ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 9 აპრილს დაანონსებულ აქციას ეხმიანება, სადაც სიტყვით ოლექსი გონჩარენკო გამოვა.
მისი თქმით ნაცმოძრაობა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ორკესტრირებულად მოქმედებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ხელისუფლების დამხობის მიზნით.
“ბოლო ეჭვებიც იფანტება რომ ნაცმოძრაობა, მისი გამონაყოფები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ორკესტრირებულად მოქმედებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ხელისუფლების დამხობის მიზნით. ამჯერად ხოშტარია-გონჩარენკოს დუეტი გამოფშიკეს. ორივეს ლუსტრაცია დიდი ხანია მოხდა. P. S. იმედია ხოშტარია მიტინგზე ფხიზელი მივა და სისულელეებს არ იზამს” – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.