„რომელ ავტორიტარიზმზე საუბრობთ, ყველა სადარბაზოში, რომ ტელევიზია და მედია-სააგენტოები გახსენით, “ფეიკ-კამპანიებით” ასაზრდოებთ ელექტორატს, პროტესტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე მაქსიმუმ საპროცესოთი გამოდიხართ, თავ-პირს არავინ გამტვრევთ და სამშობლოს ღალატის მუხლით არავინ გასამართლებთ?!“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო მოძრაობის „დემოკრატიის მცველები“ განმარტებას ბაკურიანში შეკრების შესახებ.
„ერთი კვირა, ხომ იძახდნენ ჩვენი საამაყო რადიკალები, რომ ბაკურიანში “ვორქშოფზე” ვიყავით და რევოლუციაზე საუბარი არ ყოფილაო?!… “შეკრება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოში ავტორიტარიზმი დამარცხდეს დემოკრატიული პროცესითო”… რომელ ავტორიტარიზმზე საუბრობთ, ყველა სადარბაზოში, რომ ტელევიზია და მედია-სააგენტოები გახსენით, “ფეიკ-კამპანიებით” ასაზრდოებთ ელექტორატს, პროტესტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე მაქსიმუმ საპროცესოთი გამოდიხართ, თავ-პირს არავინ გამტვრევთ და სამშობლოს ღალატის მუხლით არავინ გასამართლებთ?!.. დემოკრატიული პროცესით ხელისუფლების ცვლილება არჩევნებს გულისხმობს, რომელსაც ჩვენი რადიკალი ოპოზიცია ვერ ახერხებს და სხვა ნეტა რა გზა რჩებათ?…
P.S. შარპი და აკერმანი ვერ გიშველით, ვერაა… საზოგადოება სადაც თქვენი რეპუტაცია განულებულია, იქ არაძალადობრივი კი არა, ძალადობრივი კამპანიაც ვერ გაგამარჯვებინებთ…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.